Saturday, April 16, 2011

პროექტი


   1.პროექტის  სახელწოდება:,,ვსწავლობთ  თამაშით“.
   2.პროექტის  მთავარი  იდეა:პროექტი  მოსწავლეებს  აძლევს  საშუალებას  ინტელექტუალური  ცოდნის  ფორმირებას  და  შემოქმედებით  განვითარებას,რუსული  ენის  შესწავლისადმი  ინტერესის  გაღვივებას.პროექტის  საფუძველში  დევს  მოსწავლეების  შემეცნებითი  შემოქმედებითი  უნარ-ჩვევების  განვითარება,საინფორმაციო  სივრცეში  ორიენტირება  და დამოუკიდებლად  ელექტრონული რესურსების  შექმნას  რუსული  ენის  გაქვეთილისათვის{კროსვორდები,რებუსები,ტესტები,წიგნი,,მოგზაურობა  გრამატიკაში“,ბუკლეტები}.
  3.პროექტის  აქტუალობა:რუსული  ენის  სწავლების  ინტერესის  გაჩენა,ისტი-ს  საშუალებით  ელექტრონული  სახელმძღვანელოს  შექმნა,მოსწავლეს  ეძლევა  საშუალება ელექტრონული  რესურსების  გამოყენებით  რუსული ენის  სწავლა გაკვეთილზე და  სახლში დამოუკიდებლად.მრავალფეროვანი  სწავლება  ეფეკტურია,რადგან  მოსწავლეები  სიხარულით  და ხალისით  მოეკიდებიან  უცხო ენის  სწავლებას.            
  4.პროექტის  მიზანი:მე-XI კლასელებმა  შექმნან  მე-VII კლასელებისათვის  სახელმძღვანელო,,მოგზაურობა  გრამატიკაში“ ,სახალისო  ილუსტრირებული თამაშების  შექმნა და მათი  ელექტრონული  ვერსია.
  5.მონაწილეთა  ასაკი:მე-XI  და  მე-VII კლასელები,პედაგოგები.
  6.პროექტის  ხანგრძლივობა: 1თვე.
  7.მოსალოდნელი  შედეგები:ელექტრონული  რესურსების  შექმნა,მოძიებული  მასალის  პრაქტიკულად  გამოყენება.
  8.პროექტისათვის  საჭირო  რესურსები:კომპიუტერების  კლასი,რუსული  ენის  კაბინეტი,ინტერნეტი,მოსწავლეები,მასწავლებლები,მშობლები.


  9.პროექტის  მსვლელობა:მოსამზადებელი  ეტაპი.დავალების  შესრულებისათვის  პროგრამების  შერჩევა{Microsoft  Office  Word,Exsel, Power Point},სასწავლო  თემის  შერჩევა.
  საორგანიზაციო  ეტაპი.საპროექტო  ჯგუფების  და  სამუშაო  გეგმის  შექმნა.
  საძიებო  ეტაპი.ინფორმაციის  შეგროვება,ძიება  ინტერნეტში,იდეების  ბანკის  ჩამოყალიბება.
  პრაქტიკული  ეტაპი.ელექტრონული  რესურსების  მომზადება,დამუშავება.ილუსტრირებული  მასალის  შერჩევა-დამზადება.
  საპროექტო  გაფორმების  ეტაპი.პრაქტიკული  მასალის  გაფორმება,ელექტრონული რესურსების  დამუშავება.
  აპრობაციის  ეტაპი.პრეზენტაცია,გაკვეთილის  ჩატარება  მე-7კლასში  მოძიებული  მომზადებული მასალის  გამოყენებით.
  პროდუქტის მიღება .დამზადებული  ელექტრონული  რესურსების  რედაქტირება,საინტერესო,სახალისო  სახელმძღვანელოს  გაცნობა.
  10.საგნებთან  კავშირი:რუსული  ენა  და ისტ-ი.
  11.პროექტის  ხელმძღვანელი:ლ.მურმანიშვილი