1.პროექტის სახელწოდება:,,ვსწავლობთ თამაშით“.
2.პროექტის მთავარი იდეა:პროექტი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ინტელექტუალური ცოდნის ფორმირებას და შემოქმედებით განვითარებას,რუსული ენის შესწავლისადმი ინტერესის გაღვივებას.პროექტის საფუძველში დევს მოსწავლეების შემეცნებითი შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება,საინფორმაციო სივრცეში ორიენტირება და დამოუკიდებლად ელექტრონული რესურსების შექმნას რუსული ენის გაქვეთილისათვის{კროსვორდები,რებუსები,ტესტები,წიგნი,,მოგზაურობა გრამატიკაში“,ბუკლეტები}.
3.პროექტის აქტუალობა:რუსული ენის სწავლების ინტერესის გაჩენა,ისტი-ს საშუალებით ელექტრონული სახელმძღვანელოს შექმნა,მოსწავლეს ეძლევა საშუალება ელექტრონული რესურსების გამოყენებით რუსული ენის სწავლა გაკვეთილზე და სახლში დამოუკიდებლად.მრავალფეროვანი სწავლება ეფეკტურია,რადგან მოსწავლეები სიხარულით და ხალისით მოეკიდებიან უცხო ენის სწავლებას.
4.პროექტის მიზანი:მე-XI კლასელებმა შექმნან მე-VII კლასელებისათვის სახელმძღვანელო,,მოგზაურობა გრამატიკაში“ ,სახალისო ილუსტრირებული თამაშების შექმნა და მათი ელექტრონული ვერსია.
5.მონაწილეთა ასაკი:მე-XI და მე-VII კლასელები,პედაგოგები.
6.პროექტის ხანგრძლივობა: 1თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები:ელექტრონული რესურსების შექმნა,მოძიებული მასალის პრაქტიკულად გამოყენება.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსები:კომპიუტერების კლასი,რუსული ენის კაბინეტი,ინტერნეტი,მოსწავლეები,მასწავლებლები,მშობლები.
9.პროექტის მსვლელობა:მოსამზადებელი ეტაპი.დავალების შესრულებისათვის პროგრამების შერჩევა{Microsoft Office Word,Exsel, Power Point},სასწავლო თემის შერჩევა.
საორგანიზაციო ეტაპი.საპროექტო ჯგუფების და სამუშაო გეგმის შექმნა.
საძიებო ეტაპი.ინფორმაციის შეგროვება,ძიება ინტერნეტში,იდეების ბანკის ჩამოყალიბება.
პრაქტიკული ეტაპი.ელექტრონული რესურსების მომზადება,დამუშავება.ილუსტრირებული მასალის შერჩევა-დამზადება.
საპროექტო გაფორმების ეტაპი.პრაქტიკული მასალის გაფორმება,ელექტრონული რესურსების დამუშავება.
აპრობაციის ეტაპი.პრეზენტაცია,გაკვეთილის ჩატარება მე-7კლასში მოძიებული მომზადებული მასალის გამოყენებით.
პროდუქტის მიღება .დამზადებული ელექტრონული რესურსების რედაქტირება,საინტერესო,სახალისო სახელმძღვანელოს გაცნობა.
10.საგნებთან კავშირი:რუსული ენა და ისტ-ი.
11.პროექტის ხელმძღვანელი:ლ.მურმანიშვილი
No comments:
Post a Comment